Accentnews.ge
პრეზიდენტი: „ოცნებამ“ ევროპას უთხრა: „არა!", ის დაკავებულია ჩვენი ევროპული გზისა და მომავლის საბოტაჟით

პრეზიდენტი: „ოცნებამ“ ევროპას უთხრა: „არა!", ის დაკავებულია ჩვენი ევროპული გზისა და მომავლის საბოტაჟით

03/04/2024 13:32:33 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მმართველი პარტია საკუთარი გადაწყვეტილებით საბოტაჟს ეწევა ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე. ამის შესახებ მან ბრიფინგზე ისაუბრა.

„ოცნებამ“ თავისი განაცხადი ძალიან მკაფიოდ გააკეთა - ევროპას უთხრა „არა!", ყველა მიმართულებით, რაც წინა რეკომენდაციებში ეწერა, რაც დღევანდელ 9 რეკომენდაციაში წერია, ყველა შესაძლო საკითხზე, რაც განაპირობებს ჩვენს ხვალინდელ დღეს და გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას. ყველა ამ მიმართულებით უთხრა მკაფიო უარი. ევროპიდან მივიღეთ ერთგვარი ავანსი და დღეს „ოცნება“ არის დაკავებული ჩვენი გზის და ჩვენი მომავლის საბოტაჟით. საბოტაჟი არის ერთადერთ სიტყვა, რაც მომაფიქრდა.“არა” - იუსტიციის რეფორმას. „მე არ შევალ ვეტინგით“ თუ სხვა ფორმით, მაგრამ მთავარი ის არის, რომ „მურუსიძეს და ჩინჩალაძეს არ გავწირავთ საქართველოს ევროპული მომავლის ნაცვლადაც კიო“. „არა“ - სანქციებთან შეერთებას, ან ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან დაახლოებას, რაზედაც გვეუბნებიან, რომ ეს აუცილებელია თუ გინდათ რომ ჩვენთან შემოხვიდეთ თანამეგობრობაში“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, "აგენტების" შესახებ კანონპროექტის პარლამენტში დაბრუნებაზე პასუხი არის "არჩევნებით ჩვენი ევროპული სათქმელის თქმა":

"პასუხი ამ ყველაფერზე – ამ უზრდებლობაზე, უხეშობაზე და ძალიან დიდ შეურაცხყოფაზე საქართველოს მიმართ, რასაც ქვია რუსული კანონი, არის არჩევნებით ჩვენი ევროპული სათქმელის თქმა".

ცნობისთვის: "ქართულმა ოცნებამ" დანაპირები, რომ "აგენტების" შესახებ ანტიკონსტიტუციურ კანონპროექტს პარლამენტში არ დააბრუნებდა, ერთ წელიწადში გადათქვა და პროექტს პარლამენტში აბრუნებს.

ოპოზიციის რეაქცია – "აგენტების" შესახებ კანონპროექტის პარლამენტში დაბრუნებაზე: "სურთ, ქვეყანა საბოლოოდ მიაჯაჭვონ რუსეთს, წერას არიან აყოლილები".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S