Accentnews.ge
ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარი  ავტოსაგზაო შემთხვევის ახალი დეტალები

ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ახალი დეტალები

23/12/2019 14:08:35 სამართალი

ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ავარიის შედეგად დაღუპულ 4 პირს შორის დედ-შვილია. გარდაცვლილია 10 წლის ბავშვი.

ავარიის დროს დაშავებული კიდევ ერთი მცირეწლოვანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას გადაუდებელი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა.

ცნობისთვის: ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და ტრაილერი შეეჯახნენ, შედეგად მსუბუქი ავტომანქანის ოთხი მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S