ფონ კრამონი – პაპუაშვილზე: ეს კაცი გერმანულ ორგანიზაციაში კანონის უზენაესობის პროექტებზე მუშაობდა
03/04/2024 14:51:40 პოლიტიკა
ევროპარლამენტის წევრი ვიოლა ფონ კრამონი „აგენტების კანონის" ხელახლა ინიცირების გამო პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს აკრიტიკებს.
„ეს არის კაცი, რომელიც გერმანულ ორგანიზაციაში, საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებაში (GIZ) ბევრი წელი კანონის უზენაესობის პროექტებზე მუშაობდა. დასავლელი დონორები როგორ შედიან შეცდომაში და სამსახურში აჰყავთ ადამიანები, რომლებიც კანონის უზენაესობის პატივისცემის გარდა ყველაფერს აკეთებენ, არღვევენ პარლამენტარების უფლებებს და ატარებენ რუსეთის ინტერესებს? სირცხვილი!“ - წერს ევროპარლამენტარი სოციალურ ქსელში.
პაპუაშვილი 2007-დან 2020 წლებში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებში (GIZ) სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა, იყო პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე, შემდეგ კი საქართველოს გუნდის ხელმძღვანელი.
ცნობისთვის: "ქართულმა ოცნებამ" დანაპირები, რომ "აგენტების" შესახებ ანტიკონსტიტუციურ კანონპროექტს პარლამენტში არ დააბრუნებდა, ერთ წელიწადში გადათქვა და პროექტს პარლამენტში აბრუნებს.


