Accentnews.ge
ფოტიგა: მმართველი პარტია არჩევნების წინ საზოგადოების დაყოფას ცდილობს

ფოტიგა: მმართველი პარტია არჩევნების წინ საზოგადოების დაყოფას ცდილობს

03/04/2024 15:22:36 პოლიტიკა

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა აცხადებს, რომ მმართველი პარტია არჩევნების წინ საზოგადოების დაყოფას ცდილობს. ამის შესახებ მან „ფორმულასთან” ისაუბრა.

"მმართველი პარტია ცდილობს, მოახდინოს ზეწოლა და ძირი გამოუთხაროს იმას, რაც უკვე მიღწეულია კანდიდატის სტატუსის მინიჭებით, ძალიან დასანანია.საზოგადოების დაყოფა ყოველთვის არის რუსეთის მიზანი და ეს ძალიან დიდი გამოწვევაა საქართველოს ხელისუფლებისა და ქართველი ხალხისთვის, რომელმაც ამაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება, ვიდრე უკვე გაკრიტიკებულ და ხელახლა შემოთავაზებულ იდეებზე. ჯერ არ ვიცით, რა იქნება ბოლო ნაბიჯები, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ამჯერადაც უკან წაიღებენ ამ გადაწყვეტილებას. გულწრფელად ვურჩევდი მთავრობას, რომ იყოს ამ საკითხის მიმართ უფრო ფრთხილი”, – განაცხადა მან.

ცნობისთვის: "ქართულმა ოცნებამ" დანაპირები, რომ "აგენტების" შესახებ ანტიკონსტიტუციურ კანონპროექტს პარლამენტში არ დააბრუნებდა, ერთ წელიწადში გადათქვა და პროექტს პარლამენტში აბრუნებს.

ოპოზიციის რეაქცია – "აგენტების" შესახებ კანონპროექტის პარლამენტში დაბრუნებაზე: "სურთ, ქვეყანა საბოლოოდ მიაჯაჭვონ რუსეთს, წერას არიან აყოლილები".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S