როგორ აღმოჩნდა პატიმრობაში მყოფი ზუგდიდის ყოფილი მერი რესტორანში
23/12/2019 14:30:56 სამართალი
პატიმრობაში მყოფი ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია რესტორანში იმყოფებოდა. ფოტო "ფეისბუკ"–ზე ცოლმა ნანა თოდუამ გამოაქვეყნა, რასაც სოციალურ ქსელში მომხმარებელთა მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა.
დიდი ოდენობით ქრთამის აღებისთვის პატიმრობამისჯილი ზუგდიდის ყოფილი მერი და ყოფილი ვიცე მერი ლაშა გოგია და გია გულორდავა უქმე დღეებში ციხეს რომ ტოვებენ, ამის შესახებ „ლაივპრესს“ ინფორმაცია პენიტენციურ სამსახურში 26 ნოემბერს დაუდასტურეს.
"კორუფცია მძიმე მუხლია და მსუბუქი რეჟიმის შეხება არ ვიცი, რამდენად კანონიერია. პროცესი გამჭვირვალე რომ გახდეს, განცხადება უნდა გააკეთოს იუსტიციის სამინისტრომ, რა პროგრამის ფარგლებში ხორციელდება მსგავსი სეხავათის გაწევა და რომელი კანონის ფარგლებშია მოქცეული ეს პროცესი. ასევე გამჭვირვალეობა მოითხოვს, განსაჯაროვდეს, მსგავსი შეღავათები რამდენ პატიმარზე გავრცელდა",– აცხადებს "ემპათიას" ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი.
როგორც ნანა თოდუა ამბობს, მისი მეუღლე, ისევე როგორც სხვა პატიმრები, სასჯელის მოხდის საშეღავათო პირობებით სარგებლობს, რასაც მისივე თქმით, ევროკავშირის პროექტი ითვალისწინებს.
"ჩვენთვის უსაყვარლესი ადამიანების სანახავად ნახევარი საათით ვიყავით რესტორანში და დავდეთ ეს ფოტო. რაც შეეხება პროგრამას, რომლითაც სარგებლობდა ჩემი მეუღლე, სავადაუდოდ, აწი აღარ ისრგებლებს ამდენი ნეგატივის გამო, შვილებს აღარ ნახავს, მიუხედავად ჩემი მესამე შვილის ფსიქიკური პრობლემებისა, ისევ ჩვეულებრივ პროგრამაში დააბრუნებენ",– აცხადებს შონია.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი და მისი მოადგილე თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში. თითოეულ მათგანს სასჯელის სახით ორი წელი პატიმრობა, 4 წელი კი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა. ისინი 2018 წლის პირველ ნოემბერს დააკავეს.


