Accentnews.ge
NATO საქართველოს ხელისუფლებას "აგენტების" შესახებ კანონპროექტზე ალიანსის პოზიციას ახსენებს

NATO საქართველოს ხელისუფლებას "აგენტების" შესახებ კანონპროექტზე ალიანსის პოზიციას ახსენებს

04/04/2024 08:23:31 პოლიტიკა

NATO საქართველოს ხელისუფლებას "აგენტების" შესახებ კანონპროექტის პარლამენტში დაბრუნების კონტექსტში ახსენებს 2023 წლის გაზაფხულზე NATO -საქართველოს კომისიის სხდომაზე დაფიქსირებულ პოზიციას ალიანსის მხრიდან და ნაბიჯებს, რომელიც მთავარია, მათ შორის NATO–სკენ მიმავალ გზაზე.

"გასულ გაზაფხულზე NATO-საქართველოს კომისიის სხდომაზე NATO–ს ქვეყნები მიესალმნენ „უცხოური აგენტების“ კანონის გაუქმებას და მოუწოდეს თბილისს სრულად განახორციელოს რეფორმები, მხარი დაუჭიროს კანონის უზენაესობას და ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს – რაც მთავარი ნაბიჯებია ქვეყნის ევროკავშირისა და NATO–სკენ მიმავალ გზაზე", – განუცხადეს "აქცენტს" NATO–ს პრეს–სამსახურში.

ცნობისთვის: "ქართულმა ოცნებამ" დანაპირები, რომ "აგენტების" შესახებ ანტიკონსტიტუციურ კანონპროექტს პარლამენტში არ დააბრუნებდა, ერთ წელიწადში გადათქვა და პროექტს პარლამენტში აბრუნებს. “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტი პარლამენტში ოფიციალურად უკვე ინიცირებულია. როდის დაიწყება მისი საკომიტეტო განხილვები ჯერ–ჯერობით უცნობია.

პრეზიდენტი – "ოცნებას": არც ეროვნული და არც ევროპული სულისკვეთება არ გაგაჩნიათ, რუსეთი არასოდეს დაბრუნდება აქ.

კორნელი კაკაჩია: საქართველოში ავტორიტარიანიზმის კონსოლიდირება არავის გამოსვლია, ცეცხლს ეთამაშებიან!

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S