ნაცვლიშვილი: ვწუხვარ, რომ ოდიშარიას სამარცხვინო საქციელის აწმენდა ქალს მოუხდა თქვენი გუნდიდან
04/04/2024 09:38:22 პოლიტიკა
"ლელოს" წევრი დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი ბექა ოდიშარიასა და "გირჩისგან" ქალების მიმართ შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბოდიშის მოხდის გამბედაობა "ოცნებიდან" ისევ ქალ დეპუტატს აღმოაჩნდა.
"ძალიან ვწუხვარ, რომ გუშინ, ოდიშარიას სამარცხვინო საქციელის აწმენდა ქალს მოუხდა თქვენი გუნდიდან. კაცებს არ გეყოთ ამის გამბედაობა. ვწუხვარ, მაგრამ ვაფასებ მის ამ საქციელს. ისევ ქალი.
"გირჩებს" რაც შეგეხებათ, ბოლომდე ლუსტრირდით და შეგიძლიათ, ამიერიდან წყლის თოფით თამაში გააგრძელოთ . გასაგებია უკვე სად არის თქვენი ადგილი. მე ეჭვი აქამდეც არ მეპარებოდა, მაგრამ მაინც. არანაკლებ მძიმე განცხადებები პატივცემული მეგრელიშვილის და მისი თანაგუნდელების მიერ, ამის მიმღებლობა. გავიგეთ როგორც გვიყურებთ ყველა ქალს ამ საზოგადოებაში და თქვენს შესახებ უფრო მეტი რამ გავიგეთ ამ გამონათქვამებით. სად დაიმალა, რომელ სოროშია, რატომ არ გამოგყავთ თქვენი ფალავანი?! ", – აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.
ამავე თემაზე: დეპუტატი, რომელიც ქალებს უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდა, მის "წამოცდენას" "საკმაოდ დამონტაჟებულს" უწოდებს, თუმცა ბოდიშს მაინც იხდის.
გუშინ როდესაც გენდერული კვოტირების გაუქმების შესახებ კანონპროექტს განიხილავდნენ „გირჩის“ დეპუტატმა ვახტანგ მეგრელიშვილმა შემდეგი განაცხადა:
„მაგრად „გამისწორდებოდა“ უმრავლესობა ქალები რომ იყოთ პოლიტიკაში, ბევრად სასიამოვნოდ გავატარებდი დროს საპირისპირო სქესის ადამიანებთან, მაგრამ არ არის, რა ვქნა? ძალით ხომ არ მოვიყვანთ?! ჩემი სიამოვნებისთვის ჰარემს ხომ არ გავაკეთებ?“.


