ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე "ოცნებას” "აგენტების" შესახებ კანონპროექტის პარლამენტში დაბრუნების გამო აკრიტიკებს
04/04/2024 11:44:34 პოლიტიკა
ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი “ქართულ ოცნებას” "აგენტების" შესახებ კანონპროექტის პარლამენტში დაბრუნების გამო აკრიტიკებს.
" ქართულ ოცნებას” სრულიად არასწორად გაუგია რაღაც: საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ნდობის გამოცხადება იყო და არა ჯილდო. “აგენტების” კანონების დაბრუნება ნდობის სერიოზული შელახვაა და ის ერთხელ და სამუდამოდ უნდა იქნეს აღებული მაგიდიდან”, – დაწერა მან სოციალურ ქსელში.
კორნელი კაკაჩია: საქართველოში ავტორიტარიანიზმის კონსოლიდირება არავის გამოსვლია, ცეცხლს ეთამაშებიან!


