Accentnews.ge
EECMD: "რუსული კანონით „ოცნება" საფუძველს აცლის დემოკრატიულ და ევროპულ პერსპექტივას"

EECMD: "რუსული კანონით „ოცნება" საფუძველს აცლის დემოკრატიულ და ევროპულ პერსპექტივას"

04/04/2024 12:01:26 პოლიტიკა

მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი (EECMD) გმობს „ქართული ოცნების“ მიერ რუსული კანონის ხელახლა დაბრუნებას პარლამენტში".

"ამ მოქმედებით, "ქართული ოცნება" სასიცოცხლო რისკს უქმნის ისედაც კრიზისში მყოფ ქართულ დემოკრატიას.ამასთანავე, ამ ნაბიჯით, ქართული ოცნება პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის რეკომენდაციებს და ამით საფუძველს აცლის ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას.

გასულ წელს, „ქართული ოცნება“ საქართველოს და საერთაშორისო საზოგადოებას დაჰპირდა, რომ რუსულ კანონს აღარ დააბრუნებდა პარლამენტში. მისი ხელახლა შემოტანა ხალხის მოტყუება და სიტყვის გატეხაა. კანონის ამოქმედება მოსპობსდამოუკიდებელ არასამთავრობო, მედია და საგანმანათლებლო ორგანიზაციებს საქართველოში. რუსული კანონის პარლამენტში დაბრუნება ამტკიცებს, რომ ქართულ ოცნებას ეშინია სამართლიანი და კონკურენტული საპარლამენტო არჩევნების. ესკანონი შეუძლებელს გახდის არჩევნების კონკურენტულ და გამჭვირვალე ვითარებაში ჩატარებას და ამით, საფუძველს გამოაცლის მის სამართლიანობას და კანონიერებას.

მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“ დაუყოვნებლივ შეაჩეროს რუსული კანონის განხილვა და არ გადაუხვიოს საქართველოს დემოკრატიულ და ევროპულ კურსს", – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის: "ქართულმა ოცნებამ" დანაპირები, რომ "აგენტების" შესახებ ანტიკონსტიტუციურ კანონპროექტს პარლამენტში არ დააბრუნებდა, ერთ წელიწადში გადათქვა და პროექტს პარლამენტში აბრუნებს. “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტი პარლამენტში ოფიციალურად უკვე ინიცირებულია.

პრეზიდენტი – "ოცნებას": არც ეროვნული და არც ევროპული სულისკვეთება არ გაგაჩნიათ, რუსეთი არასოდეს დაბრუნდება აქ.

კორნელი კაკაჩია: საქართველოში ავტორიტარიანიზმის კონსოლიდირება არავის გამოსვლია, ცეცხლს ეთამაშებიან!

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S