Accentnews.ge
„სირცხვილიას“ აქტივისტებმა "ოცნების“ ოფისთან  სამგლოვიარო გვირგვინი მიიტანეს

„სირცხვილიას“ აქტივისტებმა "ოცნების“ ოფისთან სამგლოვიარო გვირგვინი მიიტანეს

24/12/2019 08:34:06 საზოგადოება

„ქართული ოცნების“ ოფისთან მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს.

აქციის მონაწილეებმა პარტიის ოფისთან სამგლოვიარო გვირგვინი მიიტანეს წარწერით „გაუქმებულია გაუქმებულია“. აქციის მონაწილეთა თქმით, ამ ფორმით ისინი „ფეისბუქის“ მიერ ყალბი ანგარიშების აღმოჩენასა და წაშლის ფაქტს ეხმიანებიან.

ცნობისთვის: "ფეისბუქმა" თავისი პლატფორმიდან 418 ქართული ანგარიში (39 პროფილი, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და 22 Instagram-ანგარიში) გააუქმა, რომლებიც ჩართულნი იყვნენ "კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევაში", რაც პროსახელისუფლებო, ანტიოპოზიციური და ანტიდასავლურ ნარატივში გამოიხატებოდა.

გავრცელებულ განცხადებაში "ფეისბუქი" წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს გვერდები საკუთარ თავს სხვადასხვა გზით ნიღბავდნენ, სოციალური ქსელის მიერ ჩატარებულმა გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებასთან არიან დაკავშირებულები.

"ეს გვერდები პოზიციონირებდნენ, როგორც ახალი ამბების სააგენტოები და იმიტირებდნენ პოლიტიკურ პარტიებს, საჯარო პირებსა და მედიებს. გვერდების ადმინასტრატორები და ანგარიშების მფლობელები, როგორც წესი, ადგილობრივ ახალ ამბებსა და პოლიტიკურ საკითხებზე პოსტავდნენ, მაგალითად, როგორიცაა არჩევნები, სამთავრობო პოლიტიკა, მაღალჩინოსნები, ოპოზიციისა და ადგილობრივი აქტივისტური ჯგუფების კრიტიკა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ანგარიშების უკან მდგომი ადამიანები ცდილობდნენ, დაეფარათ თავიანთი იდენტობა და კოორდინირებული მუშაობა, ჩვენი გამოძიებით ეს აქტივობები საქართველოში მოქმედ სარეკლამო კომპანია პანდასა და ქართული ოცნების ხელისუფლებას უკავშირდება", – წერია განცხადებაში.

"ფესიბუქის" სკანდალთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები გამოძიების დაწყებას ითხოვენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S