ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა
24/12/2019 08:38:24 სამართალი
საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა.
„ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა რჩება სტაბილურად მძიმე, კლინიკური სურათი დინამიკაში არ შეცვლილა. შესაბამისად, დღეს რაიმე ტიპის დამატებითი გამოკვლევის ჩატარება ან ქორურგიული ჩარევა დაგეგმილი არ გვაქვს. პაციენტი კვლავინდებურად იმყოფება მართვით სუნთქვაზე, სამკურნალო დაცვითი ნარკოზის ქვეშ. იგივე რეჟიმით გაგრძელდება მკურნალობა კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში“ ,- განაცხადა ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკის ექიმმა ნიკოლოზ კვაჭაძემ.
ცნობისთვის: ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ხუთი პირი დააკავა. ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ ოთხ პირს – ტატო ღარიბაშვილს, გიორგი სოლოღაშვილს, პეტრე ყუფარაძესა და კახა ჩხეტიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა განუსაზღვრა. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ თორნიკე ქვათაძე კი საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა და სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.


