Accentnews.ge
სახელმწიფო აუდიტის სამსახური ყალბ გვერდებთან დაკავშირებით "ფეისბუქის" განცხადებას ეცნობა

სახელმწიფო აუდიტის სამსახური ყალბ გვერდებთან დაკავშირებით "ფეისბუქის" განცხადებას ეცნობა

24/12/2019 12:08:48 სამართალი

სახელმწიფო აუდიტის სამსახური ყალბ გვერდებთან დაკავშირებით "ფეისბუქის" განცხადებას ეცნობა

"სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამჟამად "ფეისბუქის" განცხადებას ეცნობა. სამსახურის იურისტები განიხილავენ, რამდენად იკვეთება აუდიტის სამსახურის კომპეტენცია და მანდატი განცხადების შინაარსში", - აცხადებენ აუდიტის სამსახურში.

ცნობისთვის: „ფეისბუქმა“ თავისი პლატფორმიდან 418 ქართული ანგარიში (39 პროფილი, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და 22 Instagram-ანგარიში) გააუქმა, რომლებიც, მისი ინფორმაციით, 'ჩართულები იყვნენ "კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევაში", რაც პროსახელისუფლებო, ანტიოპოზიციურ და ანტიდასავლურ ნარატივში გამოიხატებოდა". დადგინდა ასევე, რომ წაშლილი გვერდები პარტია „ქართულ ოცნებასთან” და სარეკლამო კომპანია "პანდასთან" იყვნენ დაკავშირებულები. ამ გვერდებმა დაახლოებით 316 000 აშშ დოლარი Facebook-სა და Instagram-ზე რეკლამაში, ანუ პოსტების დასპონსორებაში დახარჯეს.

"ეს გვერდები პოზიციონირებდნენ, როგორც ახალი ამბების სააგენტოები და იმიტირებდნენ პოლიტიკურ პარტიებს, საჯარო პირებსა და მედიებს. გვერდების ადმინასტრატორები და ანგარიშების მფლობელები, როგორც წესი, ადგილობრივ ახალ ამბებსა და პოლიტიკურ საკითხებზე პოსტავდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ამ ანგარიშების უკან მდგომი ადამიანები ცდილობდნენ, დაეფარათ თავიანთი იდენტობა და კოორდინირებული მუშაობა, ჩვენი გამოძიებით, ეს აქტივობები საქართველოში მოქმედ სარეკლამო კომპანია "პანდასა" და "ქართული ოცნების" ხელისუფლებას უკავშირდება“, - ნათქვამია „ფეისბუქის“ განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S