გიორგი რურუას ბრალი დაუმძიმდა
25/12/2019 08:42:50 სამართალი
"მთავარი არხის" ერთ-ერთ მეწილეს გიორგი რურუას ბრალი დაუმძიმდა. კერძოდ, პროკურატურის განცხადებით, რურუას ბრალდებას დაემატება ახალი მუხლი სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და მისი შესრულებისათვის ხელის შეშლა (სსკ 381 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება).
ბრალდების მხარე აცხადებს, რომ გიორგი რურუამ უარი განაცხადა სასამართლოს განჩინების მიხედვით დნმ და ხელის კვლვების ნიმუშის აღების თაობაზე.
შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუა 18 ნოემბერს იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააკავეს. მოგვიანებით კი მას პატიმრობა შეუფარდეს. მისი უფლებადამცველი და პარტნიორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ გიორგი რურუას იარაღი ჩაუდეს.


