მტირალას პარკში ავარისაას გარდაცვლილი ხუთივე მგზავრი არასრულწლოვანია
25/12/2019 13:56:56 სამართალი
აჭარაში, მტირალას პარკში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული ხუთივე პირი მოზარდია. ტელეკომპანია "რუსთავი 2"–ის ინფორმაციით, გარდაცვლილები სარფის მკვიდრები არიან. ისინი მე-12 კლასის მოსწავლეები იყვნენ.
სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ავტომობილი ხევში გადავარდა და მგზავრები ადგილზე დაიღუპნენ.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ტრაგედიის გამო ბათუმში დღეს დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებები გაუქმდა.


