2020 წლის აპრილიდან თბილისში არასრულწლოვანთა სამმართველო ამოქმედდება
26/12/2019 10:00:31 სამართალი
2020 წლის პირველი აპრილიდან თბილისში არასრულწლოვანთა სამმართველო ამოქმედდება.
პრემიერის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, არასრულწლოვანთა სამმართველოს საწყის ეტაპზე 25 სპეციალიზებული გამომძიებელი ეყოლება. ასევე, შეიქმნება კრიზისულ სიტუაციებში რეაგირების უწყებათაშორისი დეტალური გეგმა, სადაც გაიწერება ყველა აქტორთან დაკავშირებული კონკრეტული ნაბიჯები და ვალდებულებები.
„განვაგრძობთ მუშაობას სოციალური მუშაკების, ფსიქოლოგებისა და არასრულწლოვანი მოწმეებისთვის ადვოკატის ყოლის აუცილებლობის საკითხებზე. დღეს დილიდან შესაბამისი უწყებები უკვე გვაწვდიან ინფორმაციას და აგრძელებენ მუშაობას თითოეული მიმართულებით. გვსურს, მადლობა გადავუხადოთ როგორც ოთხივე სამინისტროს და განსაკუთრებით მინისტრის მოადგილეებს აქტიური თანამშრომლობისათვის, ასევე, პროცესში ჩართულ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს და ექსპერტებს”, – ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ლელა აქიაშვილმა.


