თბილისის მე-11 საჯარო სკოლაში დაპირისპირების შედეგად ერთი მოსწავლე დაშავდა
27/12/2019 08:15:15 სამართალი
თბილისის მე-11 საჯარო სკოლაში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შედეგად ერთი მოსწავლე დაშავდა. დაპირისპირება უფროსკლასელებს შორის სპორტის გაკვეთილზე ბურთის გამო დაიწყო, – იუწყება "რუსთავი 2".
როგორც სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი აცხადებს, მოსწავლემ დაზიანება ძირს დავარდნის შედეგად მიიღო, რასაც სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვა.
ადგილზე გამოძახებული იყო სასწრაფო სამედიცინო და საპატრულო ეკიპაჟი, გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას ითვალისწინებს.


