Accentnews.ge
ოხანაშვილი, რომელმაც სხდომა უკვე თერთმეტ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს დაატოვებინა, ახლა NGO-ების წარმომადგენლების გაძევებაზე გადავიდა

ოხანაშვილი, რომელმაც სხდომა უკვე თერთმეტ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს დაატოვებინა, ახლა NGO-ების წარმომადგენლების გაძევებაზე გადავიდა

29/04/2024 11:39:37 პოლიტიკა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც "აგენტების" შესახებ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ, კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა სხდომათა დარბაზიდან NGO-ების წარმომადგენლებიც გააძევა.

კერძოდ, სხდომა დაატოვებინეს "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" წარმომადგენელს ლიკა საჯაიას, ასევე რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ხელმძღვანელ ნათია კუპრაშვილს.

„რატომ ახებთ ამ კანონს მხოლოდ ქართულ ენაზე შექმნილ შინაარს? ახლა მეტყვით, რომ მაუწყებლობაში არ გიწერიათ, მაგრამ შეგახსენეთ, რომ ენის შესახებ კანონი მოქმედებს და იქ გვევალდებულება მხოლოდ ქართულად მომზადება. პირდაპირ წერთ, რომ მხოლოდ ქართულ ენაზე მომზადებულ სახელმწიფო ენაზე მომზადებულ შინაარსებთან დაკავშირებით გაქვთ მთავარი კითხვები. ზოგადად, ენა რა არის ამ კანონის? რატომ იყენებთ ჯორჯ ორუელის ენას? რატომ არქმევთ თავისუფლებას მონობას და მონობას თავისუფლებას?“,- განაცხადა კუპრაშვილმა სანამ სხდომას დაატოვებინებდნენ.

ლიკა საჯაიამ სხდომიდან გაძევების შემდეგ განაცხადა, რომ "კომიტეტის თავმჯდომარე ცდილობს რუსული მეთოდებით გაიტანოს რუსული კანონი":

"კომიტეტის თავმჯდომარე გადაიქცა ცენზორად, უთიშავს მიკროფონს ყველას, ვისი აზრიც არ მოსწონს, უბრალოდ კითხვის დასმას ცდილობენ ადამიანები და აძევებს დარბაზიდან და ცდილობს, რომ რუსული მეთოდებით გაიტანოს რუსული კანონი. ჩემ შემთხვევაში, მისი გაბრაზება გამოიწვია კითხვამ. რომელიც ეხებოდა, რომ თუ კი ევროპიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები ვუფრთხით საფრთხეს ამ ქვეყანას, მაშინ რატომ არ ფიქრობენ ისინი, რომ უფრო მეტს საფრთხეს უქმნის ის 26 000 კომპანია, რომელიც შეიქმნა საქართველოში რუსების მიერ ბოლო წლებში".

მანამდე, ოხამანშვილმა სხდომიდან 11 ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გააძევა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S