Accentnews.ge
ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომიდან 11 ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გააძევა

ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომიდან 11 ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გააძევა

29/04/2024 11:08:12 პოლიტიკა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც "აგენტების" შესახებ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ, კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა სხდომათა დარბაზიდან ამჯერად ოპოზიციონერი დეპუტატები ხატია დეკანოიძე, დავით ხაჯიშვილი და გიორგი გოდაბრელიძე გააძევა.

გადაწყვეტილების მიღების მიზეზად რეგლამენტის დარღვევა დასახელდა.

მანამდე, ოხანაშვილმა დარბაზი ოპოზიციონერ დეპუტატებს – გიორგი ვაშაძეს, ლევან ბეჟაშვილს, თამარ კორძაიას, სალომე სამადაშვილს, თაკო ჩარკვიანს, ანა წითლიძეს, ლევან ხაბეიშვილსა და ქეთევან თურაზაშვილს დაატოვებინა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S