Accentnews.ge
იუსტიცია უჩიპო პირადობას აღმსარებლობის დამადასტურებელი საბუთის საფუძველზე გასცემს

იუსტიცია უჩიპო პირადობას აღმსარებლობის დამადასტურებელი საბუთის საფუძველზე გასცემს

30/12/2019 09:49:45 სამართალი

იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, პირადობის მოწმობის გაცემასთან დაკავშირებით დროებითი ნორმები ამოქმედდა.

როგორც იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, უსაფრთხო დოკუმენტების გაცემის მაღალი სტანდარტის შენარჩუნებისა და, ამავე დროს, საკონსტუტიციო სასამართლოს 2019 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილების შესრულების მიზნით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის №98 ბრძანებაში განხორციელდა ცვლილება, რომლის თანახმადაც, პირადობის მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე (ე.წ. ლამინირებული, ქაღალდის პირადობის მოწმობა) შეიძლება გაიცეს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც რწმენის გამო უარს აცხადებენ პირადობის ელექტრონული (ID) მოწმობის მიღებაზე.

ბრძანების თანახმად, ასეთ შემთხვევაში, მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს მისი აღმსარებლობისადმი კუთვნილების დამადასტურებელი საბუთი.

ასეთი წესით გაცემული პირადობის მოწმობის მოქმედების ვადაა ერთი თვე.

ბრძანება ვრცელდება 2019 წლის 26 დეკემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ბრძანება მოქმედებს დროებით − საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ (2019 წლის 26 დეკემბრის №1/12/1404) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე.

2019 წლის 26 დეკემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა სადავო ნორმის მოქმედება, რომლის მიხედვითაც, პირადობის მოწმობა მხოლოდ ელექტრონული, ე.წ. ჩიპიანი უნდა იყოს. სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდა სადავო ნორმების მოქმედება. ანუ, საქართველოს მოქალაქეებს, რელიგიური შეხედულებების გამო, უკვე შეუძლიათ იუსტიციის სახლს მოსთხოვონ პირადობა, ელექტრონული მატარებლის ანუ “ჩიპის” გარეშე.

იხილეთ ასევე: უჩიპო პირადობები - ოპოზიცია საკითხს არჩევნების გაყალბებას უკავშირებს

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S