Accentnews.ge
თბილისიდან სტამბოლში მიმავალი ავტობუსი ავარიაში მოყვა, დაიღუპა ერთი ადამიანი

თბილისიდან სტამბოლში მიმავალი ავტობუსი ავარიაში მოყვა, დაიღუპა ერთი ადამიანი

30/12/2019 10:28:39 სამართალი

თბილისიდან სტამბოლის მიმართულებით მიმავალი ავტობუსი ავარიაში მოყვა. თურქული მედიის ცნობით, ჩანქირის პროვინციაში ერთმანეთს სამგზავრო ავტობუსი და ტრაილერი შეეჯახა. მოხდარს თურქეთის ერთი მოქალაქე ემსხვერპლა, სამი ადამიანი კი მძიმედ არის დაშავებული. დაშავებულებიც თურქეთის მოქალაქეები არიან.

ავტობუსში საქართველოს 21 მოქალაქე იმყოფებოდა. მათ მსუბუქი დაზიანებები მიიღეს. ადგილზე მობილიზებული იყო თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამსახური და პოლიცია. დაშავებულები ახლომდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის შესახებ ინფორმირებული არიან საქართველოს საკონსულო დაწესებულებები ანკარასა და სტამბოლში:

„ისინი ოპერატიულ კავშირზე იმყოფებიან თურქეთის სამართლადამცავ სტრუქტურებთან და ამ წუთებშიც იღებენ ინფორმაციას ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული პირების შესახებ. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაღუპულია თურქეთის ერთი მოქალაქე და მძიმედ დაშავებულია თურქეთის ასევე სამი მოქალაქე, რაც შეეხება დანარჩენ 21 ადამიანს, ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, მათ აღენიშნებათ მსუბუქი დაზიანებები. მოქალაქეობა დგინდება“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S