საგარეო უწყება: "თურქეთში ავარიის შედეგად საქართველოს 25 მოქალაქე დაშავდა"
30/12/2019 17:20:18 სამართალი
თურქეთში, ქალაქ ჩანქირთან მომხდარი ავარიის შედეგად საქართველოს 25 მოქალაქე დაშავდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სხეულის დაზიანებები მიიღო საქართველოს ერთმა მოქალაქემ, რომელსაც ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია.
მისივე ინფორმაციით, ავარიის შედეგად დაშავებული 25 პირი საქართველოში ბრუნდება.
"დაშავებული მოქალაქე ჩანქირის საავადმყოფოში მოინახულა თურქეთის რესპუბლიკაში საქარველოს საელჩოს თანამშრომელმა. დიპლომატიური წარმომადგენლობა მუდმივ კაბშირზე რჩება როგორც თურქეთის შესაბამის უწყებებთან ასევე სატრანსპორტო კომპანიასთან და საქართველოს მოქალაქეების ოჯახის წევრებთან. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება", - ნათქვამია საგარეოს უწყების მიერ გავცელებულ განცხადებაში.
ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს, 30 დეკემბერს მოხდა. თბილისიდან სტამბოლის მიმართულებით მიმავალი ავტობუსი სატვირთო მანქანას შეეჯახა. შემთხვევას თურქეთის მოქალაქე ემსხვერპლა.


