Accentnews.ge
პარლამენტთან 10–მდე ადამიანი დააკავეს

პარლამენტთან 10–მდე ადამიანი დააკავეს

30/12/2019 23:02:54 სამართალი, საზოგადოება

პარლამენტის წინ, სადაც თბილსერვის ჯგუფის თანამშრომლებმა საპროტესტო კარვები აიღეს და მის ნაცვლად მინი ატრაქციონები დაამონტაჟეს, დაკავებულია 10-მდე ადამიანი. სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას" წარმომადგენლის სალომე ბარკერის ინფორმაციით, დაკავებულები არიან: ზუკა ბერძენიშვილი, ნოდარ რუხაძე, ბექა კოკაია, ბექა ბასილაია, ზური მჟავანაძე და გიროგი მუმლაძე.

პარლამენტის წინ ტერიტორია 31 დეკემბერს, დაახლოებით, ღამის პირველის ნახევარზე გაწმინდეს იქ არსებული კარვებისა და საპროტესტო ატრიბუტიკისგან, რასაც აქტივისტების და მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა.

დაგვარბიეს და იმ ადგილზე, სადაც 6 თვის წინ, უდანაშაულო ადამიანებს სისხლი სდიოდათ, საბავშვო ატრაქციონებს დგამენ. ეყოთ ცინიზმი, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილის კარვის ადგილას საბავშვო ატრაქციონი დაედგათ" - აღნიშნა დიღმელაშვილმა მთავარი არხის ეთერში.

სირცხვილიას ორგანიზატორის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი "ცრუმორწმუნე ადამიანია და არ უნდოდა, ახალ წელს შეხვედროდა პროტესტის ფონზე".

"უკაცრავად, ვერ მივცემთ ამ ფუფუნებას, აქ მოვალთ და აქედან მივულოცავთ ქართულ საზოგადოებას, რომლის წინააღმდეგაც ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო ომი და უნდა გაასაღოს ისე, თითქოს საზოგადოების ორი მხარეა დაპირისპირებული, მაშინ, როცა ბიძინა ივანიშვილი ებრძვის მთელ საზოგადოებას" - ამბობს დიღმელაშვილი.

მისი თქმით, პირველ რიგში დაკავებულების ადგილმდებარეობის გარკვევას აპირებენ.

"ამას არ ვაპატიებთ და კონკრეტულ გეგმებს ჩვენს გვერდზე გამოვდებთ" - აღნიშნავს დიღმელაშვილი.

ამ დროისთვის გასართობი კონსტრუქცია პოლიციითაა გარშემორტყმული. აქტივისტები კი ისევ ადგილზე იმყოფებიან.

განახლება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პარლამენტის წინ 9 პირია დაკავებული. აქტივისტებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს - წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავებიან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S