Accentnews.ge
დუგინი: "ქართული ოცნება" უკეთ მოემზადა, უცხოელ აგენტებს მთის წესებით ცხოვრებას ასწავლიან

დუგინი: "ქართული ოცნება" უკეთ მოემზადა, უცხოელ აგენტებს მთის წესებით ცხოვრებას ასწავლიან

09/05/2024 09:57:26 პოლიტიკა

კრემლის პროპაგანდისტი ალექსანდრ დუგინი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს მორიგ ჯერზე ეხმიანება და აცხადებს, რომ წელს „ქართული ოცნება“ "აგენტების კანონის" მისაღებად უკეთ მოემზადა.

მისი თქმით, „უცხოეთის აგენტებს“ ასწავლიან მთის წესებით ცხოვრებას:

"სოროსის ქსელის პირველმა მცდელობამ ჩაშალა საქართველოში უცხოელი აგენტების შესახებ კანონის მიღება.

ამჯერად "ქართული ოცნება", რომელიც სულ უფრო სერიოზულად აღადგენს სუვერენულობას, უკეთ მოემზადა. უცხოელ აგენტებს მთის წესებით ცხოვრებას ასწავლიან",– წერს დუგინი.

საქართველოში მესამე კვირაა, უწყვეტად მიმდინარეობს პროტესტი "აგენტების კანონის" წინააღმდეგ, რომლის მიღებასაც მმართველი ძალა მეორედ ცდილობს.

"ერის მტრები", "ფულზე გაყიდულები", "აგენტურა", "ბოლშევიკები", – სიძულვილის ორგანიზებული კამპანიის ფარგლებში, რომლის სამიზნეც ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეები არიან, თბილისში წარწერები და პოსტერები გაჩნდა.

აღნიშნულს წინ უძღოდა "აგენტების კანონის" მოწინააღმდეგეებთან უცხო ნომრებიდან მასობრივად რეკვის, მუქარისა და სიტყვიერი შეურაცხოფის კამპანია, დაფიქსირდა ფიზიკური თავდასხმების ფაქტები.

8 მაისს „ქართულმა ოცნებამ“ ე.წ. შავი სიების შექმნა დააანონსა. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა:

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიული სტრუქტურების მეშვეობით ვიწყებთ მონაცემთა ბაზის შექმნას, სადაც თავს მოიყრის ინფორმაცია ყველა იმ პირის შესახებ, რომელიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არის ჩართული ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებს. ეს მონაცემთა ბაზა განთავსდება სპეციალურ ვებგვერდზე და იქნება საჯარო და გამჭვირვალე საქართველოს მოქალაქეებისთვის. ამ პირთა წინააღმდეგ კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში მიღებული იქნება ყველა ზომა, რათა კანონდარღვევა, ძალადობა და მუქარა არ დარჩეს სახელმწიფოს, თუ საზოგადოების რეაგირების გარეშე“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S