იტალიაში საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს
02/01/2020 13:08:09 სამართალი
იტალიაში სამართალდამცველებმა ქურდობის ფაქტზე საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს, - იუწყება იტალიური მედია.
პოლიციამ მძარცველები ქალაქ ფაზანოში სუპერმარკეტის ავტოსადგომზე აიყვანა. მათ ავტომანქანაში მოპარული პროდუქტები და საყოფაცხოვრებო ნივთები აღმოუჩინეს.
იტალიური მედიის ცნობით, ოთხივე დაკავებული იტალიაში არალეგალურად იმყოფებოდა. მათ წვრილმანი ხულიგნობისთვის ჯარიმა დაეკისრათ. მათ ქვეყნის დასატოვებლად 7 დღე მისცეს.


