Accentnews.ge
საბერძნეთში ბინის გაქურდვის მცდელობისას საქართველოს მოქალაქე დაიღუპა

საბერძნეთში ბინის გაქურდვის მცდელობისას საქართველოს მოქალაქე დაიღუპა

02/01/2020 17:17:10 სამართალი

ათენის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ამბელოკიპის რაიონში ბინის გაქურდვის მცდელობისას საქართველოს მოქალაქე დაიღუპა.

როგორც ბერძნული მედია იუწყება, 31 დეკემბერს გვიან ღამით, საქართველოს 2 მოქალაქე ბინაში გაქურდვის მიზნით შეიპარა, თუმცა ისინი მეზობლებმა შეამჩნიეს, პოლიციას გამოუძახეს და თავადაც ქურდობის ადგილისკენ გაემართნენ. შეშინებულმა მძარცველებმა თავის დაღწევა გაქცევით სცადეს, ერთ-ერთმა მათგანმა შენობის შესასვლელში შუშა ჩაამტვრია, რა დროსაც ფეხის სერიოზული ტრავმა მიიღო. მძარცველებმა შენობის დატოვება შეძლეს, თუმცა 100 მეტრში ისინი პოლიციამ დააკავა. დაშავებული მძარცველი სასწრაფო დახმარების მანქანამ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მიღებული მძიმე დაზიანებების გამო მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S