Accentnews.ge
კახეთში ახალგაზრდამ დეიდა მოკლა

კახეთში ახალგაზრდამ დეიდა მოკლა

03/01/2020 11:18:50 სამართალი

კახეთში, წნორში ახალგაზრდამ დეიდა მოკლა. ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი ქალს ფულს სთხოვდა, რის გამოც მას ნათესავთან კონფლიქტი მოუვიდა.

შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წნორში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნეს, დაკავებულია ერთი პირი – 1993 წელს დაბადებული ი.გ.

სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული შვიდიდან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„მიმდინარე წლის 2 იანვარს, ქალაქ წნორში, თავის საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი ნახეს 1969 წელს დაბადებული ი.ხ. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც გარდაცვლილის ნათესავია, თავის არეში ბლაგვი საგნით დაზიანებები მიაყენა ი.ხ.-ს, სახლიდან წაიღო ფული და ძვირფასი ნივთები და მიიმალა. ი.ხ. მიღებული დაზიანებებით გარდაიცვალა“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, დაკავებული აღიარებს დანაშაულს.

„პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ამოიღო დანაშაულის ადგილიდან წაღებული ოქროს ნივთები და ფულადი თანხა.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S