ქუთაისში 21 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს
03/01/2020 11:03:56 სამართალი
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე 21 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს. ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი იმერეთის რაიონიდან იყო და იგი ქუთაისში ქირით ცხოვრობდა. მომხდარზე გამოძიება 170-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.


