Accentnews.ge
ნიკა გვარამია სასამართლო პროცესიდან გააძევეს

ნიკა გვარამია სასამართლო პროცესიდან გააძევეს

03/01/2020 13:16:52 სამართალი

ნიკა გვარამია სასამართლო პროცესიდან მოსამართლესთან სიტყვიერი შელაპარაკების საფუძველზე გააძევეს.

შელაპარაკება სასამართლო სხდომის თარიღთან დაკავშირებით მოხდა. ნიკა გვარამია მოსამართლისგან ითხოვდა, რომ სასამართლო პროცესი ორშაბათ დღეს არ დაენიშნათ, თუმცა აღნიშნული მოთხოვნა სასამართლომ არ დააკმაყოფილა და შემდეგი პროცესი 6 იანვარს, 17:00 საათზეა ჩანიშნული.

„პრეტენზია მაქვს, რომ თვეში ათი პროცესი არ ინიშნება ამ ქვეყანაში, ყველამ იცის, ინიშნება ორადორ პროცესზე, ერთადერთი მოსამართლის მიერ. ეს პროცესი არის ჩემი, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის. მოსამართლე არის ერთადერთი გიორგი არევაძე. მე არ ვიცოდი აქ რომ მოვდიოდი, რომ გიორგი არევაძესთან მექნებოდა საქმე. გიორგი არევაძე ციხეში მოხვდება, აუცილებლად“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამია სულელურს უწოდებს ბრალდების მხარის მტკიცებულებებსა და შესავალ სიტყვას.

„სისულელე არის სისულელე, მაგრამ პროკურატურისგან სისულელე მე არ მიკვირს, პროკურატურა არის დამნაშავე ორგანო“, -განაცხადა გვარამიამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S