საპარლამენტო მდივანი: პრეზიდენტმა "ქართულ ოცნებას" კიდევ ერთი შანსი დაუტოვა
20/05/2024 12:53:58 პოლიტიკა
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი მსხილაძე ამბობს, რომ "აგენტების კანონზე" ვეტოს დადებით პრეზიდენტმა არათუ ჩაკეტა მოლაპარაკების სივრცე, არამედ "ქართულ ოცნებას" კიდევ ერთი შანსი დაუტოვა მოქმედებისთვის.
"პრეზიდენტს არაფერი ჩაუკეტავს, მეორე მოსმენაზე მოუწოდებდა საქართველოს პარლამენტს, რომ აღნიშნული საკითხი განეხილათ, დაბრუნდებოდნენ და თავიდან ბოლომდე გაერკვიათ აღნიშნული კანონი და ისე განეხილათ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებების გათვალისწინებით."ქართულმა ოცნებამ" აღნიშნული არ გაითვალისწინა, შესაბამისად, პრეზიდენტმა რატომ ჩაკეტა, ვერ ვხვდები. როგორც იყო ეს კანონი მიღებული, პროცედურა მოგეწონათ? ჩვენ რას უნდა დავლოდებოდით? დალოდებოდა "ოცნება". ეს კანონი არის რუსული და მთლიანადაა მიუღებელი. კანონი ჩაკეტა "ოცნებამ“, სალომე ზურაბიშვილს არ ჩაუკეტავს...იცით, უკვე როგორი პოლარიზება გამოიწვია ჩვენს ქვეყანაში და როგორი დაპირისპირებაა. პრეზიდენტმა ქართულ ოცნებას კიდევ ერთი შანსი დაუტოვა იმისა, რომ აღნიშნული კანონი არ იყოს მიღებული და არ იყოს აღნიშნული ვეტო დაძლეული. დანარჩენს, ოცნება რას გადაწყვეტს და როდის - მის დაძლევას და შემდგომ ნაბიჯებს, მათი გადასაწყვეტია",– თქვა მსხილაძემ.
პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით მიღებულ "აგენტების კანონს" პრეზიდენტმა ვეტო დაადო.
იხილეთ ასევე: კანონში ჩაემატა ცვლილებები, მისი მოქმედება და სანქციები ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება


