Accentnews.ge
მერკელი შუა აღმოსავლეთის კრიზისის განსახილველად მოსკოვში ჩადის

მერკელი შუა აღმოსავლეთის კრიზისის განსახილველად მოსკოვში ჩადის

06/01/2020 11:30:58 მსოფლიო

11 იანვარს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მოსკოვს ეწვევა. კრემლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გერმანიის კანცლერი პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მიიწვია.

მისივე ცნობით, შეხვედრის მთავარი თემა შუა აღმოსავლეთის კრიზისი იქნება. „ორი ქვეყნის ლიდერი ასევე განიხილავს სირიის, ლიბიისა და უკრაინის საკითხებს“, – ნათქვამია კრემლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ შუა აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად მას შემდეგ დაიძაბა, რაც გასულ კვირაში ერაყში აშშ-ის მიერ განხორციელებული ავიაიერიშის დროს ირანელი გენერალი ქასემ სულეიმანი მოკლეს. გუშინ ირანმა ბირთვული შეთანხმების დატოვების შესახებ განაცხადა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S