ირანი ბირთვულ შეთანხმებას ტოვებს

06-01-2020 11:56:11 მსოფლიო

ირანი ბირთვულ შეთანხმებას ტოვებს. "ირანი გააგრძელებს ურანის გამდიდრებას შეზღუდვების გარეშე“, – ნათქვამია ქვეყნის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ირანის გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურა ბირთვულ შეთანხმების წევრი ქვეყნები და თეირანს მოუწოდეს, თავი შეიკავოს ვითარების კიდევ უფრო გამწვავებისაგან.

ცნობისთვის: 2015 წლის საერთაშორისო ბირთვულ შეთანხმებას ხელი ირანმა და გაეროს უშიშროების საბჭოს 5-მა მუდმივმა წევრმა (აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, ჩინეთმა და რუსეთმა) და მათთან ერთად გერმანიამ მოაწერეს. ბირთვული შეთანხმებით ურანის გამდიდრების 300– კილოგრამიანი ზღვარი იყო დაწესებული.

შეთანხმების დატოვების გადაწყვეტილება აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2018 წელს მიიღო და ირანისათვის დაწესებული სანქციები კიდევ უფრო გაამკაცრა. 2018 წლის ნოემბერში ამერიკამ სანქციები აღუდგინა ირანს, რომელიც ასევე მოიცავს აკრძალვას ნავთობის შესყიდვაზე. 2019 წლის მაისში კი ვაშინგტონმა განაცხადა, რომ ირანისათვის ნავთობზე დაწესებული სანქციებიდან გამონაკლისები აღარ იქნება. გარდა ამისა, აშშ-მა „ირანის ისლამური რევოლუციის გვარდია“ ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა.

აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობა უკიდურესად მას შემდეგ დაიძაბა, რაც გასულ კვირაში ერაყში აშშ-ის მიერ განხორციელებული ავიაირეშის დროს ირანელი გენერალი ქასემ სულეიმანი მოკლეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები