Accentnews.ge
ირანელი გენერლის მკვლელობის შემდეგ ნავთობისა და ოქროს ფასი რეკორდულად გაიზარდა

ირანელი გენერლის მკვლელობის შემდეგ ნავთობისა და ოქროს ფასი რეკორდულად გაიზარდა

06/01/2020 12:05:55 მსოფლიო

ირანელი გენერალ–მაიორის ქასემ სულეიმანის მკვლელობის შემდეგ ნავთობისა და ოქროს ფასი რეკორდულად გაიზარდა. 3 იანვრიდან დღემდე ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი დაახლოებით 4 დოლარით გაიზარდა.

ორშაბათ დილის მონაცემებით, ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი 2,4%–ით გაიზარდა და ბარელზე 70 აშშ დოლარი შეადგინა. რაც შეეხება აშშ–ის თხევადი ნავთობის ფასს, ის 1,7 %–ით გაიზარდა და ბარელზე 64,12 აშშ დოლარი შეადგინა. ეს მონაცემები 2019 წლის სექტემბრის შემდეგ ყველაზე მაღალია.

Bloomberg-ის ინფორმაციით, 6 იანვარს პირველად 2013 წლის აპრილის შემდეგ, ოქროს ფასმა ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწია. დღევანდელი მონაცემებით, ოქროს ფასი კიდევ 1.6% –ით გაიზარდა და უნციაზე 1,579.72 აშშ შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ შუა აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად მას შემდეგ დაიძაბა, რაც გასულ კვირაში ერაყში აშშ-ის მიერ განხორციელებული ავიაიერიშის დროს ირანელი გენერალი ქასემ სულეიმანი მოკლეს. გუშინ ირანმა ბირთვული შეთანხმების დატოვების შესახებ განაცხადა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S