Accentnews.ge
ვენეციის კომისიის ვიცე-პრეზიდენტი განმარტავს, რატომ არ შეესაბამება "აგენტების კანონი" საერთაშორისო სტანდარტებს

ვენეციის კომისიის ვიცე-პრეზიდენტი განმარტავს, რატომ არ შეესაბამება "აგენტების კანონი" საერთაშორისო სტანდარტებს

24/05/2024 12:47:44 პოლიტიკა

ვენეციის კომისიის ვიცე-პრეზიდენტი ვერონიკა ბილკოვა განმარტავს, რატომ არ შეესაბამება "აგენტების კანონი" საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს. ამის შესახებ მან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა, რომელზეც საქართველოში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს.

მისი თქმით, მსგავსი კანონები მიიღეს მხოლოდ რუსეთში, უნგრეთსა და ყირგიზეთში.

"ვენეციის კომისია ასკვნის, რომ ეს კანონი არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს რამდენიმე მიზეზით, რომელთაგან გამოვარჩევ ოთხს:

  • კანონის ენა არის ბუნდოვანი და ის ანიჭებს გადამეტებულ დისკრეციულ უფლებებს იუსტიციის სამინისტროს და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებს. ეს კი ეწინააღმდეგება კანონიერების მოთხოვნებს, რომელთა მიხედვით კანონის ენა უნდა იყოს მკაფიო და დისკრეცია უნდა იყოს შეზღუდული.
  • კანონი გულისხმობს, რომ ნებისმიერი უცხოური დაფინანსება, რაც არ უნდა შეზღუდული და გამჭვირვალე იყოს ის, შეიცავს უცხოურ გავლენას, რამაც შესაძლოა შექმნას უნდობლობის ატმოსფერო საზოგადოებაში და ასევე ეწინააღმდეგება დისკრიმინაციის საწინააღმდეგო პრინციპებს.
  • იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა უკვე შეიცავს დებულებებს, რომლებიც ორგანიზაციებს ავალდებულებს დარეგისტრირდნენ და ჩააბარონ სახელმწიფოს ანგარიში დაფინანსების წყაროების შესახებ, კანონპროექტში არ არის მოცემული დამაჯერებელი განმარტება იმის შესახებ, თუ რატომ იქნება არასაკმარისი არსებული ვალდებულებები გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად.
  • თავად ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“ არის სტიგმა, რომელიც ამ ორგანიზაციების რეპუტაციას ემუქრება", -განაცხადა ბილკოვამ.

იხილეთ ასევე: რას ამბობს ვენეციის კომისია "აგენტების კანონზე": კატეგორიული რჩევაა, ამჟამინდელი ფორმით არსებული კანონის გაუქმება.

ვენეციის კომისიის წევრი: როცა მოსაზრება შემუშავდა, „ოცნებას" კომენტარები ვთხოვეთ, მაგრამ არ გვიპასუხეს.

კობახიძე: ვენეციის კომისიას პროფესიულ ღირსებაზე უარი აქვს ნათქვამი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S