Accentnews.ge
კობახიძე: ვენეციის კომისიას პროფესიულ ღირსებაზე უარი აქვს ნათქვამი

კობახიძე: ვენეციის კომისიას პროფესიულ ღირსებაზე უარი აქვს ნათქვამი

22/05/2024 19:23:54 პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის თქმით, იგი გაეცნო "აგენტების კანონზე" ვენეციის კომისიის დასკვნას და "როგორც იურისტი" ამბობს, რომ "ვენეციის კომისიას პროფესიულ ღირსებაზე საერთოდ უარი აქვს ნათქვამი".

კობახიძის მტკიცებით, დოკუმენტში "უამრავი აბსურდული ჩანაწერი და ტყუილია".

"უბრალოდ, უხერხულობას ვგრძნობდი, როგორც იურისტი, როდესაც ამ დოკუმენტს ვკითხულობდი, იმდენად უსუსური იყო ის სახე, რომელიც აჩვენა ვენეციის კომისიამ ამ დოკუმენტით. არაფერი აქვთ სათქმელი და უბრალოდ არის სავსე აბსურდული ჩანაწერებით და მათ შორის ტყუილებით.

უამრავი სიცრუე გხვდებათ თქვენ ვენეციის კომისიის დოკუმენტში და ამ სიცრუესთან ერთად არის სრულიად აბსურდული სამართლებრივი მსჯელობა ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე, მაგრამ საზოგადოება უყურებს საბოლოო ჯამში არა იმას, თუ რა თქვა ვენეციის კომისიამ, არამედ უყურებს იმას, თუ სად არის სიმართლე და ეს არის ერთ-ერთი სერიოზული მიღწევა, რაც ჩვენ გვაქვს ამ 2-3 წლის განმავლობაში", - თქვა კობახიძემ პირველი არხის ეთერში.

იხილეთ ასევე: რას ამბობს ვენეციის კომისია "აგენტების კანონზე": კატეგორიული რჩევაა, ამჟამინდელი ფორმით არსებული კანონის გაუქმება

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S