Accentnews.ge
ხვალ თბილისის ზოგიერთ უბანში ტრანსპორტით გადაადგილება დროებით შეიზღუდება

ხვალ თბილისის ზოგიერთ უბანში ტრანსპორტით გადაადგილება დროებით შეიზღუდება

06/01/2020 16:13:04 სამართალი

ხვალ თბილისის ზოგიერთ უბანში ტრანსპორტით გადაადგილება დროებით შეიზღუდება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ ხვალ, 7 იანვარს, შობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, დაგეგმილია ტრადიციული საშობაო საზეიმო მსვლელობა ,,ალილო“, რის გამოც თბილისში, 14:00 საათიდან, ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე. ასევე, რუსთაველის გამზირზე, პუშკინის ქუჩაზე, ბარათაშვილის აღმართზე, ავლაბრის მოედანზე, მესხიშვილის, გონაშვილის, კოტე აფხაზის, შალვა დადიანისა და სამრეკლოს ქუჩებზე.

ალტერნატიულ მარშრუტებზე ავტომანქანების გადაადგილებას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დაარეგულირებენ.

მოძრაობა საშობაო ალილოს დასრულებისთანავე აღდგება“, - აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S