Accentnews.ge
მაკრონმა როუჰანის მოუწოდა, თავი შეიკავოს შუა აღმოსავლეთში ვითარების უკიდურესად დაძაბვისგან

მაკრონმა როუჰანის მოუწოდა, თავი შეიკავოს შუა აღმოსავლეთში ვითარების უკიდურესად დაძაბვისგან

07/01/2020 18:45:54 მსოფლიო

საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და ირანის პრეზიდენტ ჰასან როუჰანის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ფრანგული მედიის ინფორმაციით, მაკრონმა როუჰანის მოუწოდა, თავი შეიკავოს შუა აღმოსავლეთში ვითარების უკიდურესად დაძაბვისგან.

ამასთან, მაკრონმა როუჰანის მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეასრულოს ბირთვული შეთანხმებით აღებული ვალდებულებები.

ცნობისთვის: შუა აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად მას შემდეგ გამწვავდა, რაც აშშ–ის მიერ ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის დროს ირანული ელიტური ქვედანაყოფის „ქუდსის ძალების“ ლიდერი გენერალ-მაიორი ქასემ სულეიმანი და ერაყელი საბრძოლო დაჯგუფების მეთაური აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი დაიღუპნენ.

იხილეთ ასევე: თეირანი: „შევარჩიეთ აშშ–ის 27 სამხედრო ბაზა, გამოვიყენებთ საშუალო და შორი დამიზნების რაკეტებს“.

ირანი ბირთვულ შეთანხმებას ტოვებს

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S