Accentnews.ge
აშშ–ის თავდაცვის მდივანი:  „ჩვენი პოლიტიკა უცვლელია, ვრჩებით ერაყში“

აშშ–ის თავდაცვის მდივანი:  „ჩვენი პოლიტიკა უცვლელია, ვრჩებით ერაყში“

07/01/2020 19:21:12 მსოფლიო

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის მარკ ესპერის განცხადებით, ვაშინგტონი ერაყიდან ჯარების გაყვანას არ აპირებს.

მისი თქმით, აშშ კვლავ მოწოდებულია ებრძოლოს „ისლამურ სახელმწიფოს“ პარტნიორებთან ერთად.

„ჩვენი პოლიტიკა უცვლელია. ჩვენ არ გამოვდივართ ერაყიდან. ერაყელების უმეტესობა ქვეყანაში ჩვენი ყოფნის მომხრეა. ჩვენ არ გვსურს ომი ირანთან. ჩვენ გავზარდეთ ჩვენი წარმოდგენილობა რეგიონში და საჭიროებისამებრ გავაძლიერებთ პოზიციებს, რათა დავიცვათ ჩვენი ხალხი, ჩვენი ინტერესები და ჩვენი ობიექტები“, – განაცხდა ესპერმა პენტაგონში მიმდინარე პრეს–კონფერენციაზე.

შეგახსენებთ, რომ 5 იანვარს ერაყელმა დეპუტატებმა მიიღეს შესასრულებლად არასავალდებულო რეზოლუცია, რომელის თანახმად, ქვეყანა უცხო ქვეყნების ჯარებმა უნდა დატოვონ. რეზოლუციის ინიციატორი ერაყის პარლამენტში შიიტური ბლოკია, რომელიც ირანთან დაახლოებულია.

მოგვიანებით, ერაყიდან ამერიკელი ჯარისკაცების გამოძევების შემთხვევაში აშშ–ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ბაღდადს მკაცრი სანქციებით დაემუქრა.

„ჩვენ ერაყში საჰაერო ბაზა გვაქვს, რომლის აშენებაც ვაშინგტონს წარმოუდგენლად ძვირი დაუჯდა. მილიარდობით დოლარი დავხარჯეთ. არ ვაპირებთ იქედან გამოსვლას, სანამ ამის საფასურს არ ამოვიღებთ. თუ ერაყი ამერიკელ ჯარისკაცებს ქვეყნის დატოვებას მოსთხოვს, ისეთ სანქციებს დავუწესებთ, მათი ფანტაზიაც რომ ვერ გაწვდება. ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მონაგონი იქნება“, – განაცხადა ტრამპმა.

სადღეისოდ ერაყში დაახლოებით 5000 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეა, რომელთა მთავარ მიზანს ქვეყანაში "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს.

ცნობისთვის: შუა აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად მას შემდეგ გამწვავდა, რაც აშშ–ის მიერ ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის დროს ირანული ელიტური ქვედანაყოფის „ქუდსის ძალების“ ლიდერი გენერალ-მაიორი ქასემ სულეიმანი და ერაყელი საბრძოლო დაჯგუფების მეთაური აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი დაიღუპნენ.

იხილეთ ასევე: თეირანი: „შევარჩიეთ აშშ–ის 27 სამხედრო ბაზა, გამოვიყენებთ საშუალო და შორი დამიზნების რაკეტებს“.

ნატო-ს ერაყიდან პერსონალი გაჰყავს

ირანელი გენერლის მკვლელობის შემდეგ გერმანიას ერაყიდან სამხედრო ძალები გაჰყავს

გერმანიისა და ნატო–ს შემდეგ ერაყიდან ძალები კანადასაც გაჰყავს

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S