გერმანიისა და ნატო–ს შემდეგ ერაყიდან ძალები კანადასაც გაჰყავს
07/01/2020 19:04:40 მსოფლიო
გერმანიისა და ნატო–ს შემდეგ ერაყიდან ძალები კანადასაც გაჰყავს.
კანადის თავდაცვის გენერალური შტაბის უფროსის გენერალ ჯონათან ვანსის განცხადებით, კანადას ერაყიდან სამხედრო პერსონალის ნაწილი ქუვეითში გადაჰყავს. ამჟამად ერაყში 500 კანადელი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება.
ჩვენი გადაწყვეტილების მიზეზი ერაყში უსაფრთხოების ვითარების გამწვავებაა“, – აცხადებს ჯონათან ვანსი.
ცნობისთვის: შუა აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად მას შემდეგ გამწვავდა, რაც აშშ–ის მიერ ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის დროს ირანული ელიტური ქვედანაყოფის „ქუდსის ძალების“ ლიდერი გენერალ-მაიორი ქასემ სულეიმანი და ერაყელი საბრძოლო დაჯგუფების მეთაური აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი დაიღუპნენ.
იხილეთ ასევე: თეირანი: „შევარჩიეთ აშშ–ის 27 სამხედრო ბაზა, გამოვიყენებთ საშუალო და შორი დამიზნების რაკეტებს“.
ნატო-ს ერაყიდან პერსონალი გაჰყავს
ირანელი გენერლის მკვლელობის შემდეგ გერმანიას ერაყიდან სამხედრო ძალები გაჰყავს


