გერმანიის ელჩი "ქართული ოცნების" ბრალდებებს პასუხობს
04/06/2024 15:15:57 პოლიტიკა
პრემიერ–მინისტრ ირაკლი კობახიძის ბრალდებებს გერმანიის ელჩი სოციალურ ქსელში პასუხობს.
კერძოდ, პეტერ ფიშერი წერს:
"დაზუსტება: 1. ქვემოთ მოვიყვანე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის სიტყვები და მივუთითე წყარო: @Bundeskanzler. ყველას შეუძლია კონტექსტის შემოწმება.
2. გერმანიის საელჩომ მედიის შეკითხვებს შემდეგნაირად უპასუხა: „კანცლერის განცხადება შეეხებოდა გერმანიაში კონკრეტულ სიტუაციას, თუმცა, ზოგადად, ეს სიტყვები საყოველთაო ხასიათისაა“.
3. ვფიქრობ, რომ კანცლერის სიტყვებს ეთანხმებით".
თარგმანს კი გერმანიის საელჩო ავრცელებს.
პეტერ ფიშერმა 2 ივნისს კანცლერ ოლაფ შოლცის მიერ გაკეთებული განცხადება გადააზიარა. შოლცი წერდა, რომ „ბოლო დღეებია პოლიტიკურად მოტივირებული შუღლი და თავდასხმები იზრდება და სიძულვილისა და ძალადობის მიმართ შემწყნარებლობა არ აქვთ".
ირაკლი კობახიძემ ელჩი პეტერ ფიშერი ჯერ "ელჩად წოდებულად" მოიხსენია, ხოლო შემდეგ "სპეკულირებაში" დაადანაშაულა.
პრემიერის მტკიცებით, "დიპლომატი შეგნებულად აძლევს წყაროს დეზინფორმაციის გავრცელებისთვის კონკრეტულ მედიასაშუალებებს".
იხილეთ ასევე: რატომ იქცა ამჯერად გერმანიის ელჩი "ქართული ოცნების" სამიზნედ?


