Accentnews.ge
მდინარაძე  აშშ–ისა და საფრანგეთის პრეზიდენტების კრიტიკით უკმაყოფილოა

მდინარაძე  აშშ–ისა და საფრანგეთის პრეზიდენტების კრიტიკით უკმაყოფილოა

10/06/2024 08:12:21 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აშშ–ისა და საფრანგეთის პრეზიდენტების კრიტიკით უკმაყოფილოა.

„ამერიკის შეერთებული შტატების და საფრანგეთის პირველი პირები, კიდევ ერთხელ, გამჭვირვალობის კანონის გამო გვაკრიტიკებენ.

ვინმემ, ერთმა ადამიანმა ან ორგანიზაციამ, ქართველმა ან უცხოელმა, გაგვცეს პასუხი კითხვაზე: როგორ შეიძლება, საქართველოში, დემოკრატიას ძირს უთხრიდეს ზუსტად იგივე რამ, რაც ამერიკასა და საფრანგეთში ძირს უმაგრებს დემოკრატიას?!

ამერიკის შეერთებულ შტატებში, გაცილებით მკაცრი კანონი, წინა საუკუნის ოცდაათიანი წლებიდან მოქმედებს. ერთი კვირაც არ არის გასული, რაც საფრანგეთმა მიიღო იგივე სფეროს რეგულირების, ასევე გაცილებით მკაცრი კანონი!“- წერს მამუკა მდინარაძე.

იხილეთ ასევე: ბაიდენი და მაკრონი – „ქართულ ოცნებას“: პატივი ეცით საზოგადოების სურვილებს და ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნდით

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S