09-06-2024 20:39:47 პოლიტიკა
ამერიკის შეერთებული შტატები და საფრანგეთი ადასტურებენ თავიანთ ერთგულებას, იდგნენ საქართველოს ხალხის გვერდით მათ ევროატლანტიკურ მისწრაფებებში, - ამის შესახებ აშშ-ისა და საფრანგეთის პრეზიდენტებს – ჯო ბაიდენსა და ემანუელ მაკრონს შორის გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
"ამერიკის შეერთებული შტატები და საფრანგეთი ადასტურებენ, რომ ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებში მათ გვერდით დგანან. პრეზიდენტები მოუწოდებენ მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“, პატივი სცეს საზოგადოების სურვილს ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნებით. შეერთებული შტატები და საფრანგეთი მხარს უჭერენ სამხრეთ კავკასიაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას, დაფუძნებულს საერთაშორისო სამართლის პატივისცემაზე, ასევე სუვერენიტეტის, საზღვრების ხელშეუხებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებზე. ისინი მხარს უჭერენ შემდგომ რეგიონულ ინტეგრაციას სამხრეთ კავკასიაში, რეგიონის ყველა ხალხების საკეთილდღეოდ", - ნათქვამია განცხადებაში.
თეთრი სახლის ინფორმაციით, საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საფრანგეთში ვიზიტის მყოფ ამერიკელ კოლეგას, ჯო ბაიდენს ნორმანდიაში მოკავშირეთა ძალების გადასხმის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების შემდეგ უმასპინძლა.