Accentnews.ge
დარჩიაშვილი – აშშ–ზე: "იმედს ვიტოვებთ, ეს ორმხრივი ურთიერთობები მოკლე ხანში ნორმალიზდება"

დარჩიაშვილი – აშშ–ზე: "იმედს ვიტოვებთ, ეს ორმხრივი ურთიერთობები მოკლე ხანში ნორმალიზდება"

11/06/2024 14:08:08 პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი იმედოვნებს, რომ აშშ– საქართველოს ურთიერთობები​ "მოკლე ხანში ნორმალიზდება". ამის შესახებ მან ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას ბერლინში განაცხადა, სადაც უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მონაწილეობს.

"საქართველოს მთავრობის სტრატეგიული ინტერესია ქართულ-ამერიკული ორმხრივი ურთიერთობები ადრინდელ ნიშნულს დაუბრუნდეს. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს ორმხრივი ურთიერთობები მოკლე ხანში ნორმალიზდება და ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი ორმხრივი მეგობრული ურთიერთობების განვითარებას“ - განაცხადა დარჩიაშვილმა.

ცნობისთვის: 24 მაისს აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ამერიკა საქართველოსთან თანამშრომლობას გადახედავს და ხელისუფლებას სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს. 6 ვინისს სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში "აგენტების კანონის" მხარდაჭერისთვის სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა. სანქცია გულისხმობს სავიზო შეზღუდვებს. ის შეეხება „ქართული ოცნების” და პარლამენტის წევრებს, ძალოვანებს და კერძო პირებს. საუბარია 20–დან 30–მდე ადამიანზე. მათი სახელები და გვარები ჯერ არ დაკონკრეტებულა.

ამავე თემაზე: საელჩო: ⁠ამერიკის მონაწილეობა 26 მაისის სამთავრობო ღონისძიებაში გაუქმდა აშშ–ის მიმართ გაჟღერებული ცრუ ნარატივების გავრცელების გამო.

29 აპრილს "საერთო სახალხო შეკრებაზე" "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა მიანიშნა, რომ აშშ და მისი პარტნიორები ევროპაში საქართველოს სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრას ცდილობენ, მიუხედავად იმისა, რომ აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს დამოუკიდებლობის მანძილზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S