საელჩო: ამერიკის მონაწილეობა 26 მაისის სამთავრობო ღონისძიებაში გაუქმდა აშშ–ის მიმართ გაჟღერებული ცრუ ნარატივების გავრცელების გამო
10/06/2024 07:25:43 პოლიტიკა
საქართველოში აშშ-ის საელჩოს თქმით, 26 მაისის ღონისძიებაში მონაწილეობაზე მათ უარი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადების გამო თქვეს.
"ამერიკის მონაწილეობა 26 მაისის სამთავრობო ღონისძიებაში გაუქმდა შეერთებული შტატების მიმართ ცრუ ნარატივების გავრცელების გამო, რომელიც გაჟღერებული იყო ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის მიერ 29 აპრილის გამოსვლისას.
შეერთებული შტატები რჩება საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერად და სურს იხილოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში მტკიცედ ინტეგრირებული საქართველო. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაუბრუნდეს ამ გზას", - აცხადებენ, "ფორმულას" ცნობით, საელჩოში.
იხილეთ ასევე: „26 მაისს ამაზეც მიგვანიშნეს“: დამოუკიდებლობის დღე და არაშემთხვევითი სიმბოლიკა


