კალიურანდი და მიკსერი ოკუპირებულ ცხინვალში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს გმობენ
11/06/2024 17:55:13 პოლიტიკა
ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარე სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის საკითხებში მარინა კალიურანდი და ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებელი საქართველოს საკითხებში სვენ მიკსერი ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს გმობენ.
"საქართველოს ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში 2024 წლის 9 ივნისს ჩატარებულ არალეგიტიმურ საპარლამენტო არჩევნებს ვგმობთ. რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ფიქციური არჩევნების ორგანიზება 2008 წლის აგვისტოში ევროკავშირის შუამავლობით დადებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას უხეშად არღვევს. კვლავ ვადასტურებთ ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", – ნათქვამია ევროპარლამენტარების ერთობლივ განცხადებაში.
ამავე თემაზე: "მელანი ხმის მიცემის შემდეგ აორთქლდა" – ბიბილოვის პარტია "პარლამენტში" შესვლაზე უარს აცხადებს.


