Accentnews.ge
"მელანი ხმის მიცემის შემდეგ აორთქლდა" – ბიბილოვის პარტია "პარლამენტში" შესვლაზე უარს აცხადებს

"მელანი ხმის მიცემის შემდეგ აორთქლდა" – ბიბილოვის პარტია "პარლამენტში" შესვლაზე უარს აცხადებს

10/06/2024 19:42:15 კონფლიქტები

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ექს–პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვის პარტია ამბობს, რომ ე.წ. არჩევნები გაყალბდა და „პარლამენტში“ მუშაობაზე უარს აცხადებს.

პარტია „ერთიანი ოსეთი“ აღნიშნავს, რომ ე.წ. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში "არჩევნების" დროს დაფიქსირებული მასობრივი დარღვევების შესახებ განცხადება უკვე წარადგინა, სადაც მიუთითებს პასპორტების დარიგებასა და ამომრჩეველთა მასობრივი მოსყიდვის შესახებ.

„განსაკუთრებით გვსურს ავღნიშნოთ ვლადიკავკაზში გახსნილი საარჩევნო უბანი, სადაც 733 ბიულეტენი არა მხოლოდ ბათილად იქნა ცნობილი, არამედ ვიღაცამ კრიმინალური გზით მელანი შეცვალა, რომელიც ხმის მიცემის შემდეგ აორთქლდა. მიგვაჩნია, რომ ასეთი შედეგების აღიარება ჩვენი ხალხის მიმართ დანაშაულია და ღალატი. ვლადიკავკაზში შედეგის აღიარება შენი ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლას ნიშნავს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ვლადიკავკაზში მდებარე უბანზე არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას მოვითხოვთ“, - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. დე ფაქტო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ე.წ. საპარლამენტო არჩევნების პირველადი შედეგები ბიულეტენების 21%-ის დათვლის შემდეგ გამოაცხადა. ამ მონაცემების მიხედვით, "ექს–პრეზიდენტ" ანატოლი ბიბილოვის ოპოზიციური პარტია ლიდერობს. მეორე ადგილზეა ოკუპირებული რეგიონის ამჟამინდელი ე.წ. პრეზიდენტის ალან გაგლოევის პარტია, მესამე – კი "კომუნისტური პარტიაა".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S