ლილუაშვილი "ჰიბრიდული ომის ნაწილს" უწოდებს რუსეთის მოქალაქეების მასობრივად შემოდინების გამო გამოთქმულ შეშფოთებას
12/06/2024 16:33:38 პოლიტიკა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი "პოლიტიკურად ანგაჟირებულს" და "ჰიბრიდული ომის ნაწილს" უწოდებს რუსეთის მოქალაქეების მასობრივად შემოდინების გამო გამოთქმულ შეშფოთებებს.
„რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო შემოსვლაზე, მას შემდეგ, რაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო, სულ, მიდიოდა გაუთავებელი, ისტერიული კამპანია, რომ ახლა შემოვლენ პროვოკატორები, აგენტურა, დივერსიის მომწყობი ხალხი და ქვეყანა ამოტრიალდება... ამ დროს საქართველოს განვითარების ტემპი და მშვიდობიანობის ინდექსი არის გაუმჯობესებული, ქვეყანაში არც ერთი ინციდენტი არ დაფიქსირებულა, მით უმეტეს შემოსული რუსეთის, ბელორუსიის თუ უკრაინის მოქალაქეების მხრიდან. შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, ეს ნარატივი იყო ხელოვნურად, პოლიტიკურად ანგაჟირებული, მე ამას ჰიბრიდული ომის ერთ ნაწილად ჩავთვლი. ჰიბრიდული ომი არა მხოლოდ მტრულად განწყობილი სახელმწიფოსგან, ქვეყნის შიგნითაც შეიძლება, რომ დამოუკიდებლად წარმოებდეს და ქვეყნის გარედანაც იყოს ხელშეწყობა“ - განაცხადა ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან.
იხილეთ ასევე: კორუფციული ცხოვრების წესი, ეკონომიკური ექსპანსია, ორგანიზებული ჯგუფები: რის შესახებ აფრთხილებენ საქართველოს ხელისუფლებას?
"დიპლომატიური "ბიპოლარული აშლილობა" მტერთან": რატომ ვიმეორებთ შეცდომებს


