Accentnews.ge
ელისაშვილი:  სპეციალური საგამოძიებო სამსახური ორი თვეა, წელათრევით აწარმოებს გამოძიებას, დაზარალებულად არ მცნო და არავისთვის ბრალი არ წარუდგენია

ელისაშვილი:  სპეციალური საგამოძიებო სამსახური ორი თვეა, წელათრევით აწარმოებს გამოძიებას, დაზარალებულად არ მცნო და არავისთვის ბრალი არ წარუდგენია

13/06/2024 10:30:57 პოლიტიკა

პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ "სპეციალურ საგამოძიებო სამსახური ორი თვეა, წელათრევით აწარმოებს გამოძიებას". ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"ორი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც სახელმწიფო კანცელარიის შენობასთან ჩემზე, როგორც პარლამენტის მოქმედ დეპუტატზე, რომელსაც, წესით, იმუნიტეტი მიცავს, დღისით, მზისით ძალადობა მოაწყვეს ორგანიზებულად და ჯგუფურად პოლიციელებმა. მთელი ეს ძალადობა, წაქცეულზე რომ მირტყამდნენ გაშმაგებით, ჩანდა კადრებში. ეს დაწესებულება [სპეციალური საგამოძიებო სამსახური] სახელი კი აქვს რიხიანი, სინამდვილეში ეს არის სამარცხვინო ორგანიზაცია. ორი თვეა წელათრევით აწარმოებენ გამოძიებას. არავისთვის ბრალი არ წარუდგენიათ, არც ერთი პოლიციელისთვის. არადა სახეზე ჩანან პოლიციელები, ვინც მირტყამდნენ. დაკითხულებიც კი არ არიან, დაკავებული რომ არავინ არ არის, ფაქტია. უფრო მეტიც, ორი თვეა დაზარალებულად არ მცნობს სპეციალური საგამოძიებო სამსახური. მეტი რაღა უნდა დავზარალებულიყავი? ნეკნი მომტეხეს, სახეზეც მეტყობოდა ნაცემი რომ ვიყავი. ასეთ სამარცხვინო ქვეყანაში ვცხოვრობთ, ასეთი სამარცხვინო ხელისუფლება და სამარცხვინო საგამოძიებო სტრუქტურები ჰყავს ქვეყანას. დღევანდელი “ქართული ოცნება”, რომელიც კრიმინალურ ბანდად არის გადაქცეული, ეყრდნობა ორ რესურსს. ესენია, ეს ქეციანი "ზონდერები", რომლებიც ადამიანებს ქუჩაში ხვდებიან და თავს ესხმიან, ასისხლიანებენ, უკვე ნიღაბსაც არ იკეთებენ და მეორე, მოძალადე პოლიციელები, რომლებსაც ხელი რომ ახლონ, ჩამოეშლებათ მთელი ეს ძალადობრივ-ბანდიტური სახელისუფლებო ვერტიკალი. ამიტომ არ იძიებენ”, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ამავე თემაზე: „გულმოდგინედ რომ მიუდგნენ,18–წლიანი ემუქრებათ“: "დახუჭავს" თვალს სისტემა?

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S