ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ღია ვართ იმ ზომების მიმართ, რომლებიც მიმართულია საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
24/06/2024 08:14:30 პოლიტიკა
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი აცხადებს, რომ იმ ფონზე, როცა საქართველოს მთავრობა საკუთარი ხალხის ნების წინააღმდეგ დგამს ნაბიჯებს, ევროკავშირი იმსჯელებს იმაზე, თუ რა ზომების მიღებაა შესაძლებელი. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დაწყებამდე განუცხადა.
„ჩვენი გზავნილი მკაფიოა, ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს დემოკრატიის, დამოუკიდებლობის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებებისკენ მიმავალ გზაზე, რასაც ისინი იმსახურებენ და რისთვის კარის გაღებასაც საკუთარ მთავრობას სთხოვენ. არსებობს ზომები, მაგალითად, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, არის ქართველი ოფიციალური პირებისთვის ევროპაში მოგზაურობა უფრო გავართულოთ“, - აღნიშნა ფინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
კითხვაზე, შესაძლოა თუ არა ეს ნიშნავდეს სანქციებს, ელინა ვალტონენმა შემდეგი განცხადა:
„შესაძლოა, ეს ნიშნავდეს სანქციებს ან ყველა სახის ზომას, რომლებიც შეგვიძლია მივიღოთ. ჩვენ ღია ვართ იმ ღონისძიებების მიმართ, რომლებიც მიმართულია კონკრეტულად საქართველოს მთავრობაზე და არა საქართველოს მოსახლეობაზე“.
ამავე თემაზე: ბორელი: თუ საქართველოს მთავრობა ამ გზით ივლის, ევროკავშირის კარი დაიხურება.


