წითლიძე: 27 ივნისს ევროსაბჭოში საქართველოსთან დაკავშირებით დებატები გაიმართება
24/06/2024 10:28:10 პოლიტიკა
27 ივნისს ევროსაბჭოში საქართველოსთან დაკავშირებით დებატები გაიმართება, – ამის შესახებ ინფორმაციას ენმ-ის წევრი დეპუტატი ანა წითლიძე სტრასბურიდან ავრცელებს.
"92 მომხრე და 17 წინააღმდეგი. მიუხედავად "ქართული ოცნების" წარმომადგენლის გივი მიქანაძის ჯაფისა და შუამდგომლობისა ევროსაბჭოსთან, რომელიც ითხოვდა საქართველოზე დებატების გაუქმებას, მოტივით რომ "მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში ჩარევას ნიშნავს ეს ევროპის მხრიდანო", ევროსაბჭოში ხუთშაბათს საქართველოზე დიდი დებატები გაიმართება!", – წერს წითლიძე სოციალურ ქსელში.
ამავე თემაზე: ბორელი: თუ საქართველოს მთავრობა ამ გზით ივლის, ევროკავშირის კარი დაიხურება.


