Accentnews.ge
ბორელი: საქართველოს უმაღლესი დონის ხელმძღვანელობის პოზიციით ეს კანონი აახლოებს საქართველოს ევროკავშირთან, ნათლად მინდა, განვაცხადო – არა

ბორელი: საქართველოს უმაღლესი დონის ხელმძღვანელობის პოზიციით ეს კანონი აახლოებს საქართველოს ევროკავშირთან, ნათლად მინდა, განვაცხადო – არა

24/06/2024 16:58:22 პოლიტიკა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის განცხადებით, საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირების ნათქვამი, "აგენტების კანონი" თითქოს ქვეყანას ევროკავშირთან აახლოებს, დეზინფორმაციაა. ამის შესახებ მან ლუქსემბურგში ბლოკის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"დღის მეორე ნახევარში, გვქონდა აქტიური დისკუსია საქართველოს შესახებ. მაისში გამართული საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის შემდეგ ზედიზედ მეორედ, საქართველოში შემაშფოთებელი პოლიტიკური მოვლენები, მათ შორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება განვიხილეთ. ვწუხვართ, რომ ოფიციალური აქტორები ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებენ. საქართველოს უმაღლესი დონის ხელმძღვანელობის მხრიდან მოვისმინეთ პოზიცია, რომლებიც ჩვენდა გასაკვირად აცხადებდნენ, რომ ეს კანონი ქვეყანას ევროკავშირთან აახლოებს. მინდა, გარკვევით ვთქვა: არა. არა, ეს კანონი და მის ირგვლივ განვითარებული ყველა ნეგატიური მოვლენა საქართველოს ევროკავშირს აშორებს. უფრო მკაფიო, ლაკონიური ვერ ვიქნები. ეს საქართველოს ევროკავშირს აშორებს. ამ განცხადებას 27 წევრიდან 26 უჭერს მხარს. ეს არ არის ერთსულოვნება, მაგრამ ჩვენ სიტუაციის პოლიტიკური შეფასებისთვის ერთიანობა არ გვჭირდება", – განაცხადა ბორელმა.

ცნობისთვის: ცოტა ხნის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „თუ კანონპროექტის ინიცირებამდე ნულის ტოლი იყო ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის შანსი, ეს შანსი ბევრად გაზრდილია“:

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S